ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თვალთვალით, შანტაჟით და ფსიქოლოგიური ზეწოლით ეს ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს” – დეკანოიძე

“თვალთვალით, შანტაჟით და ფსიქოლოგიური ზეწოლით ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს”, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტატობის კანდიტატმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

როგორც დეკანოიძე მედიასთან აცხადებს, მის ოჯახზე, მათ შორის 21 წლის შვილზე, უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, თვალთვალს და ფარულ მიყურადებას კრიმინალური პოლიციის გლდანის განყოფილების თანამშრომელი ახორციელებს.

„ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩემი მეგობრების და მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არაერთი გაფრთხილება, რომ მიმდინარეობდა მუდმივი ფარული თვალთვალი ჩემზე და ჩემს ოჯახის წევრებზე და ასევე, ამ ადამიანებისგან მიმდინარეობდა მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალი ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამ ბინძური მეთოდების გამოყენებას რეპრესიული მართლმსაჯულების მეშვეობით ახდენს ხელისუფლება.

მე მინდა, საზოგადოებას და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ვუთხრა, რომ მე ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ძალიან კარგად გვაქვს გათვიცნობიერებული ვის ვებრძვით და რატომ არის ჩვენი ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ, თვალთვალით შანტაჟით და ფსიქოლოგიური ზეწოლით ეს ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს. მინდა. მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტონ ეს ზეწოლა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იტვირთბა....