“ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტატობის კანდიტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მის ოჯახზე, მათ შორის 21 წლის შვილზე, უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება მიმდინარეობს.
როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის ოჯახზე თვალთვალს და ფარულ მიყურადებას კრიმინალური პოლიციის გლდანის განყოფილების თანამშრომელი ახორციელებს.
„კონკრეტული ფაქტი, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, კოსტავას და ყაზბეგის გამზირზე ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან, რომლის ნომერიც გვაქვს და ჩემმა ოჯახის წევრებმა და ჩემი შვილის მეგობრებმა ამ მანქანის დაფიქსირება მოასწრეს. რამდენიმე დღიანი კვლევის შედეგად ამოვაგდეთ, რომ ეს მანქანა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს პეტრიაშვილს ეკუთვნის, რომელიც მუშაობს გლდანის განყოფილებაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.