“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ცუცქირიძე პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს. სამართალდამცავები ენმ-ს წევრს მასზე თავდასხმის ფაქტზე დაკითხავენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ლაშა ცუცქირიძეს საკუთარ სახლთან თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლაშა ცუცქირიძეს დაზიანებები თავისა და სახის არეში ჰქონდა მიყენებული.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბე ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.