“მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, ვიდრე არ აღდგება ის სიტუაცია, რაც საქართველოში, კოვიდ-19-ის გამოვლენამდე იყო”, – ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური მოძრაობა, “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
ჭიჭნაძის განმარტებით, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში, სადაც ტურისტული სეზონი ჩავარდა.
„ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილის სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. ადამიანი, რომელიც 200 – ლარიან დახმარებას იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის. თუ ადამიანს სექტემბრის ბოლოს არ აქვს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“, – აცხადებს ჭიჭინაძე.