მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 31 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზე დღეს განაახლდა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით 961 000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 22 მილიონი ადამიანი კორონავირუსის ინფიცირებისგან განიკურნა.
ასევე, ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 7.4 მილიონს აღემატება. კორონავირუსის ყველაზე მეტი – 6.9 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 5.4 მილიონი შემთხვევით იკავებს. აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, კოვიდ -19-ის ყველაზე მეტი – 4.5 მილიონი შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ სცნო, ხოლო ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
ამასთან, 2019 წლის, 21 იანვარს ჩინეთმა დადასტურა რომ კორონავირუსი გადამდებია.