ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს-მ კასპში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამისნიტროს თანამშრომლებმა კასპში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. აღნიშნილ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, მკვლელობაში ბრალდებული, განზრაღ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ცხელ კვალზე დააკავა.

მათივე ცნობით, შსს-ს თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გუშინ, კასპში,  სამასი არაგველის ქუჩაზე, ერთი მამაკაცი მოკლეს ერთი კი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. გარდაცვლილსა და დაშავებულს შუახნის მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაუხსნა ცეცხლი.

იტვირთბა....