კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე ერთი მამაკაცი მოკლეს ერთი კი დაჭრეს.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილსა და დაშავებულს შუახნის მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაუხსნა ცეცხლი.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.