“თამარ ბაჩალიაშვილს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი”, – ამის შესახებ დავით ფურცხვანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, ბაჩალიაშვილი იმ ქვესტრუქტურის ნაწილი იყო, რომელიც მსხვილ ფინანსურ აფიორებთან დაკავშირებით მუშაობდა.
„მაქვს ანალიტიკური სააგენტო, რომელიც აკეთებს გარკვეულ მოკვლევებს, იძიებს ამა თუ იმ კანონდარღვევით მიმდინარე პროცესებს, საერთაშორისო ფორმატში ძირითადად. ეს არის ნაწილი იმ საქმისა, რომელიც ეხებოდა ძირითადად მსხვილ ფინანსურ აფიორას რაღაც კუთხით და თამარი იყო იმ ქვესტრუქტურაში შემავალი. ის იყო სპეციალისტი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციაზე, თვითონაც იყო ინფორმაციის მატარებელი. ამის გარდა ძალიან კარგი სისტემატიკოსი იყო“,- განუცხადა ჟურნალისტებს ფურცხვანიძემ.
შეგახსენბთ, რომ დავით ფურცხვანიძემ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.