ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოვუწოდებ მოსკოვში მცხოვრებ 300 ათას ქართველს, დაიწყეთ საპროტესტო აქციები კრემლის კედელთან”- შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი რუსეთში მცხოვრებ 300 ათას ქართველს კრემლი კედელთან აქციების გამართვისკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადება ლეიბორისტული პარტის ლიდერმა გორის მინიციპალიტეტში სოფელ ნიქოზში გააკეთა.

ამასთან, შალვა ნათელაშვილი ნიქოზში დღეს ჩავიდა, სადაც მან რუსეთის სამხედროების უკანონო საქმიანობა და ე.წ საზღვრის დემარკაციის მორიგი ფაქტი გააპროტესტა.

“რუსმა ოკუპანტებმა კვლავ გაავლეს მავთულხართები. ჩქარობს კრემლი, იციან რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და დაუსჯელად ვეღარ შეძლებენ ისინი საქართველოს აწიოკებას. ამასობაში, მე მოვუწოდებ მოსკოვში მცხოვრებ  300 ათას ქართველს, დაიწყეთ საპროტესტო აქციები კრემლის კედელთან, გაიგოს პუტინმა, იქვე თავის კაბინეტთან ქართველთა საპროტესტო ხმა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....