ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმის გამოძიების მოთხოვნით შსს-სთან აქცია იმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილი ხალხი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრზე, ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმის გამოძიებას და დამნაშავების დასჯას მოითხოვენ.

აღნიშნულ აქციაზე სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავაც იმყოფება, რომელიც აცხადებს, რომ თუ ცუცქირიძის ცემის ფაქტს დროულად არ გამოიძიებენ, ეს ფაქტი ოპოზიციაზე პოლიტიკურ თავდასხმად შეფასდება.

“უმარტივესია ამ საქმის გამოძიება. რაც შეიძლება სწრაფად, 48 საათის განმავლობაში არ გაიხსნება ეს საქმე და არ იქნებიან წარმოდგენილი პირები, ზონდერები, რომლებმაც მოაწყვეს ეს თავდასხმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლაშა ცუცქირიძეზე, აღნიშნული ფაქტი შეფასდება პოლიტიკურ თავდასხმად, როგორც ნაციონალურ მოძრაობაზე, ასევე  მთლიანად გაერთიანებულ ოპოზიციაზე,”- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, იოსებიძის ქუჩაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იტვირთბა....