“გამოჯანმრთელებისკენ გზა აშკარაა, თუმცა გრძელია”, – ასეთი წარწერით აქვეყნებს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ინსტაგრამზე ახალ ფოტოს და აღნიშნავს, რომ გამოჯანმრთელების საავადმყოფოს კიბეზე ჩასვლა ჯერ კიდევ უჭირს, რადგან ფეხები ისევ უკანკალებს.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.