ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა გაიზარდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

სამშობიარო სახლის ექიმის, ნუგზარ პაპავას განცხადებით, ამ ეტაპისთვის, ინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

“ამ ეტაპზე გვყავს 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძირითადად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტები თავს კარგად გრძნობენ. იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

იტვირთბა....