ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა მომავალში პანდემია არ განმეორდეს” – ჯნმო-ს დირექტორი

“საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა მომავალში მასშტაბური პანდემია არ განმეორდეს”. ამის შესახებ განცხადება ჯანმო-ს დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გააკეთა.

როგოროც ჯანმო-ს დირექტორმა განაცხადა, ყველა ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევას აღარ ჰქონდეს ადგილი.

„თუ იქნება პოლიტიკური ნება და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების მზაობა, საერთაშორისო საზოგადოება მომავალი პანდემიის თავიდან აცილებასა და მასთან ბრძოლას შეძლებს“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა. ხოლო აღნიშნული ვირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში დაფიქსირდა. ამ დროისთვის კი მსოფლიოს მაშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30 მილიონს აღემატება.

იტვირთბა....