ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოავარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. აღნიშნული შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათამდე მგზავრმა სხეულის სხვდასხვა მძიმე დაზიანებები მიიღო.

სასწრაფო დახმარების ბრიგდამ დაშავებულები გორის ხაშურის და ქარელის სავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი ინფორმაცით, ყველაზე მძიმეა შუა ხნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქარელის რეამინაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავების ჯგუფი და მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

 

იტვირთბა....