მსოფლიო მაშტაბით კორონავირუსისგან 22 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას worldometers ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდვირუსით გარდაცვლილია 956 446 პაციენტი. რაც შეეხება ინფიცირებულების საერთო რაოდენობას, მათი რიცხვი 30 მილიონს აღემატება.
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსმა 210-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.