“თუ ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ამ დრომდე პროკურატურას ხელთ ჰქონდა შეუსაბამოა რეალურად მომხდართან, მაშინ, გაუგებარია, რატომ იძიებდა საქმეს უწყება მათი მიხედვით. გამოძიებამ საზოგადოებას უნდა გასცეს ნორმალური პასუხი, თანდართული მტკიცებულებები. ნაცვლად ამისა, ჩვენ ხშირად ვერც კი ვიგებთ, ზუსტად რას ემსახურება გამოძიება.”
მარიამ ჯიშკარიანი – ცენტრ “ემპათიას” დირექტორი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.