“ზოგადად ბოლო ორ კვირაში გვაქვს ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა და ეს ძირითადად ხდება აჭარის რეგიონის ხარჯზე, სადაც გვაქვს ეპიდაფეთქება, მაგრამ სიტუაცია სრულად მართვადია და მათ შორის აჭარის რეგიონში, სადაც ინფიცირებულების უმრავლესობა გადადის სტაციონარებში და სრული გამოკვლევის შემდეგ, მსუბუქი და უსიმპტომოები გადადიან საკარანტინო სივრცეებში. შესაძლებელია, აჭარაში დავიწყოთ ბინაზე მართვა პაციენტების, ეს მოხდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეთვალყურეობით და სწორედ ამიტომ, აჭარაში ხელმეორედ გადამზადდებიან ექიმები და ეს გადამზადება მოხდება ხვალ, ზეგ და ამ დღეებში.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.