ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

დანია კორონავირუსის მომატებულ შემთხვევბთან დაკავშირებით შეზღუდვებს აწესებს

დანია კორონავირუსის მომატებულ შემთხვევბთან დაკავშირებით შეზღუდვებს ამკაცრებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ეტე ფრედერიკსენმა დღეს განაცხადა.

დანიის პრემიერის განცხადებით, შეზღუდვები 19 სექტემბრიდან ძალაშია. ამასთან, როგორც მან მედიასთან განაცხადა, დანიაში, ახალი წესების თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება, ბარები და რესტორნები კი ქვეყანაში ღამის 10 საათზე დაიკეტება.

ცნობისთვის, “Worldometers”-ის მონაცემებით, დანიაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 21 847 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 635 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....