სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ოდესის პრიმორსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა, ქუთაისელ ე.წ. კანონიერ ქურდს, პოლიკარპე ჯანელიძეს, მეტსახელად “პოლიკს”. ამ გადაწყვეტილებით, სააპელაციომ რეალურად, მწვანე აუნთო უკრაინის ხელისუფლებას, რომ კრიმინალური ავტორიტეტის ქვეყნიდან გაძევება მომხდარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინული პრესა წერს, ამ მომენტისთვის ქართველი კანონიერი ქურდი თავისუფლებაზეა, და უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელის.