ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

„დღეს ცდილობენ საქართველო ისე გამოიყენონ, როგორც უკრაინას იყენებენ” – სერგეი ლავროვი

„დღეს ცდილობენ საქართველო ისე გამოიყენონ, როგორც უკრაინას იყენებენ”, -ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა  მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია  RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ლავროვმა ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთს არასდროს არაფერი ჰქონია განზრახული ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„დღეს ცდილობენ საქართველო ისე გამოიყენონ, როგორც უკრაინას იყენებენ. უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი უდიდეს როლს ასრულებს. ახლახან ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინისათვის მიცემული ყოველი ტრანში მხოლოდ მოკლე ვადიანი იქნება – მიკროკრედიტების სახით, რითაც უკრაინა დაბმულივით იქნება, ჯაჭვი კი შეიძლება დაამოკლო. ასევე ხდება საქართველოს მიმართაც. ჩვენ არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ საქართველოს მიმართ ასეთი მიდგომა გამოვიყენოთ, არასდროს არაფერი არ გვქონია განზრახული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველას ახსოვს, როგორ მოხდა 2008 წლის მოვლენები – თუ როგორ წრთვნიდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ არმიას. ამერიკელებისათვის მშვენივრად იყო ცნობილი მიხეილ სააკაშვილის თავშეუკავებლობა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა შეთანხმება და დანაშაულებრივი ბრძანება გასცა.

მას შემდეგ, რაც მშვიდობის დასამყარებლად იძულებითი ხუთდღიანი სამხედრო ოპერაცია დასრულდა, ევროკავშირმა ექსპერტების ჯგუფს სპეციალური მოხსენების მომზადება დაავალა, რომლის ხელმძღვანელად შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი მიიწვიეს – უნდა გამოკვლეულიყო 2008 წლის აგვისტოში მომხდარი სამხედრო კოფლიქტის გენეზისი. დასკვნა ერთმნიშვნელოვანი გაკეთდა: ყველაფერი მოხდა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით. იგი ცდილობდა, რაღაცეების მომიზეზებას, რომ ვიღაცამ მისი პროვოცირება მოახდინა, რომ როკის გვირაბის იქით მხარეს მას ვიღაც ელოდებოდა… ეს ყველაფერი სიცრუეა და მეტი არაფერი.

ქართველი ხალხი ბრძენი ხალხია. მათ ცხოვრება უყვართ, შეიძლება იმავენაირად და იგივე გამოვლენებით, როგორც რუსეთის ფედერაციის ხალხებს. მჯერა, რომ გადავლახავთ ამჟამინდელ ანომალურ სიტუაციას და ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს აღვადგენთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

იტვირთბა....