ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსით ინფიცირებული 182 დადასტურებული შემთხვევიდან 126 შემთხვევა აჭარის რეგიონში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ასევე, როგორც უზუგბაიამ განაცხადა, ბოლოს 24 საათის განმავლობაში თბილისში 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

“დაგვემატა 182 ახალი შემთხვევა და ჯამში გვაქვს 3119 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 დადასტურებული შემთხვევიდან, აჭარაში არის – 129 შემთხვევა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 13 გაიზარდა და 1 435-ს შეადგენს.​კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

შეგახსენებთ, აჭარა “წითელ ზონადაა” გამოცხადებული.

 

იტვირთბა....