„ჩვენი მიდგომა, ჯერჯერობით, აბსოლუტურად ამართლებს, ანუ განსხვავება იმაშია, რომ თუ შენ დადასტურებულ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი ხარ, მაშინ გიწევს 12-დღიანი კარანტინი ჩვენი კანონებით, ხოლო თუ შენ უბრალოდ შემოდიხარ ქვეყანაში, მაშინ გიწევს ის 8- დღიანი კარანტინი. 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება“.
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ცნობისთვის WHO-ს ევროპის განყოფილების საგანგებო ვითარებათა უფროსი ოფიცრის, კეთრინ სმოლვუდის განცხადებით, 14-დღიანი კარანტინის ვადა არ უნდა შეიცვალოს.