თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 4 პირი მძიმედ დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაზიანება გამოიწვია.