ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კლინიკაში არცერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ იმყოფება”- ლევან რატიანი

პირველი საუვინერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, კლინიკაში არცერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ იმყოფება.

“ჩვენ ამ ეტაპზე არცერთი კრიტიკული პაციენტი არ გვყავს, რაც ძალიან კარგია. არ  გვყავს კრიტიკული პაციენტი, რომელსაც სჭირდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და ამა თუ იმ ორგანოს პროტეზირება. რა თქმა უნდა, გვყავს ორი მძიმე პაციენტი, მათი სიმძიმე გამოხატულია სუნთქვის უკმარისობით. კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებულია ორივესთან მწვავე პნევმონია, მაგრამ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მინდა გითხრათ, რომ მათი მდგომარეობა დღეისთვის დადებითი კლინიკით მიმდინარეობს”. – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2937-ს აღემატება. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1422 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....