ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი ივანიშვილის ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია” -ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ევროპული საქართველოს”  მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი ივანიშვილის ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც კორონაკრიზისის არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაამძაფრა.

როგორც ჭიაბერშვილი აცხადებს, ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი  გარდამტეხი ცვლილებები არის და არა ეროვნული ბანკის ერთჯერადი ინტერვენციები.

„ვერანაირი 40, ან თუნდაც 80 მილიონიანი ინტერვენციები ეროვნული ბანკიდან ვერ დააკომპენსირებს იმ უზარმაზარ ზიანს, რაც ქართულმა ეკონომიკამ, ლარმა და ჩვენი მოქალაქეების ჯიბემ მიიღო განვლილი 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით.

„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა დაასუსტა ჩვენი ეკონომიკური იმუნიტეტი და იმის ნაცვლად, რომ კორონაკრიზისს, მაღალი ეკონომიკური ზრდით უფრო ჯანსაღად შევხვედროდით, ვხვდებით უფრო დასუსტებული ეკონომიკით და ბუნებრივია, კორონაკრიზისის პირობებში, მითუმეტეს იმ ჩაკეტვით რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, კიდევ უფრო სუსტად ვართ და კიდევ უფრო მეტ ზიანს იღებს ეკონომიკაც, ლარიც და ჩვენი მოქალაქეების ჯიბეც.

ამრიგად, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, ამ ვითარების გამოსწორება, ეროვნული ბანკის ამგვარი ერთჯერადი ინტერვენციებით ვერ მოხერხდება“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

იტვირთბა....