ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

IRI-ის კვლევის თვალშისაცემი ტენდენცია – ანალიტიკოსი “მეტრონომთან” IRI-ს კვლევას აფასებს

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 15 % – „ნაციონალურ მოძრაობას.“ IRI- კვლევას ეჭვქვეშ აყენებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებზე სულ მცირე 60%-ს აიღებს. ოპოზიონერი ლიდერები კი მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებს სიახლე სჭირდებათ და სწორედ ამის გამოძახილია ეს კვლევაც.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ IRI- ს კვლევა მეტ-ნაკლებად რეალობას ასახავს, რადგან, მისი თქმით, თითქმის ყველა კვლევაში ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას” ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს “ნაციონალურ მოძრაობაზე.”

ანალიტიკოსი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მოახლოებულ არჩევნებში პირველ ადგილს დაიკავებს, თუმცა, პროცენტულად დაახლოებით რამდენს მიიღებს, ამის თქმა რთულია.

“თუ ერთობლიობაში გადავხედავთ ამ კვლევებს და შევადარებთ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” რეიტინგებს, ვნახავთ, რომ პროპორციები თითქმის ყველგან დაცულია. “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობაზე” აქვს ორჯერ მეტი რეიტინგი.

პროცენტების შეჯერება ძალიან ძნელია, მაგრამ ტენდენცია აშაკარად ჩანს და ეს ტენდენცია არის ის, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი ორჯერ მეტია “ნაციონალური მოძრაობის რეიტინგზე. თითქმის 6-ჯერ მეტი დანარჩენ სხვა პარტიებზე.

როგორც ჩანს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება არჩევნებამდე, უბრალოდ მოიმატებს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ჩამოყალიბდება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობა. ეს ტენდენცია გაგრძელდება თუკი რაიმე არაორდინალური არ მოხდა, როგორც მაგალითად გასული წლის 20 ივნისს მოხდა.

“ქართული ოცნება” რომ პირველ ადგილს აიღებს, ეს გარანტირებულია. რამდენ პროცენტს აიღებს, რთულია თქმა” – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ “მეტრონომთან.”

ცნობისათვის, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 15 % – „ნაციონალურ მოძრაობას.“ 

თამარ შუკვანი

 

იტვირთბა....