„მსხვილი ბუზები აღმოვაჩინე მანქანაში. ოთახში სანამ შევდიოდი, კარებთან ვნახე. მაშინვე ვუთხარი ადვოკატს, ნახე ისეთი ბუზები, როგორიც მანქანაში იყო მეთქი. არაფერი არ მომითხოვია. რასაც ვითხოვ, ორი თვე გავიდა და არაფერზე პასუხი არ არის, ბუზებზე ხომ არ მოვითხოვდი არაფერს. ესენი თვითონ წელავენ, რაღაც ზღაპრულ სცენებს ქმნიან და დროს კლავენ. ჩანს ფაქტი თვალწინ. რაც საჭიროა, მკვლელის პოვნაა, არ ეძებენ და ბუზებს ეძებენ ხალხო.”
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა.
ცნობისათვის, დღეს, 23 წლის პროგრამისტის საქმეზე ქვემო ქართლის დეპარტამენტში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება.