ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართულ ოცნებას” ვურჩევ არ დაიწყონ ტყუილების ბრახა-ბრუხი და თვალი გაუსწორო რეალობას” – გიორგი კანდელაკი

“პირდაპირ არის ჩამოთვლილი, რა არ უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვციტირებ – ეს არის ამომრჩეველთა დაშინება, მოსყიდვა და ძალადობის შემთხვევის არ გამოძიება”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცის  “ევროპული საქართველოს” მდივანი გიორგი კანდელაკი ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მიღების საკითხს.

მისივე განცხადებით, დროა “ქართულმა ოცნებამ” თვალი გაუსწოროს რეალობას.

“პირდაპირ არის ჩამოთვლილი, რა არ უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვციტირებ – ეს არის ამომრჩეველთა დაშინება, მოსყიდვა, ძალადობის შემთხვევის არ გამოძიება და არავის არ დავიწყებია კორცხელი და თუნდაც წინა არჩევნებზე მომხდარი ცემა-ტყეპა. ეს არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და ზოგადად ზეწოლა ამომრჩევლებზე. მე ვურჩევ “ქართული ოცნების” ლიდერებს, რომ გუშინდელივით არ დაიწყონ ტყუილების ბრახა-ბრუხი. თვალი გაუსწორო რეალობას,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” მდივანმა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ დემოკრატიზაციის მისწრაფებაში საქართველოს ძალისხმევა პროგრესული და დასაფასებელია.

იტვირთბა....