“გვინდა რომ დაუყოვნებლივ დაიკითხოს ქალბატონი ელისო კილაძე, იმიტომ რომ მან განაცხადა, რომ კიდევ აქვს დამატებით ინფორმაცია.”
მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს უნდათ გენერალური პროკურორისგან მიიღონ გარკვეული პასუხები. მისი თქმით, ეს ეხება როგორც სატელიტებს, ასევე ეხება FBI-ის მხრიდან ექსპერტებს, ასევე, ეხება, იგივე ლეპტოპის და მობილური ტელეფონის გადაგზავნას.