მთავარი ციტატა

“ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი”- გედევან ფოფხაძე

“ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი. მე კი მორჩილად გავაპროტესტე, რომ არ შეიძლება ასე, ცოტა მაინც გაუფრთხილდით ერთმანეთს. რომ გეუბნებიან „წადი“ და მერე გაბრუნებენ, ეს ფსიქიკაზე მოქმედებს. აღმოჩნდა რომ დადებითია. მე ვერ გავიგე საიდან აღმოჩნდა პირველი პასუხი უარყოფითი. დავნებდი ბედს, მივიღე რეალობა, როგორც შეიძლებოდა.”

გედევან ფოფხაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი

“მთავარი არხი”

ფოფხაძე განმარტავს, რომ თავდაპირველად საავადმყოფოში მისი ტესტის პასუხი შეეშალათ და უთხრეს, რომ კორონავირუსი არ სჭირდა. თუმცა, ტესტი მოგვიანებით დადებითი აღმოჩნდა. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის მკურნალობას თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.ფოფხაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სათანადოდ არ მკურნალობენ. ამასთან, დეპუტატის თქმით, საავადმყოფოში არც არაკოვიდიანი პაციენტების უფლებებია დაცული.

დეპუტატის კრიტიკას გამოეხმაურა საავადმყოფოს დირექტორი და ფოფხაძის ბრალდებებს უსამართლო უწოდა.

იტვირთბა....