მთავარი ციტატა

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი სივრცეა, სადაც შეიძლება მოვხვდეს კორონავირუსიანიც და დიაბეტიანიც”- რას ჰყვება ინფიცირებული დეპუტატი

“თუ მას(საავადმყოფოს დირექტორს) მიაჩნია, რომ პაციენტები ასეთ პირობებში უნდა ჰყავდეს, ასეთ ხელმძღვანელს დადებითად ვერ შევაფასებ. იქ არის ერთი სივრცე და ყველა ადამიანი ერთ სივრცეში გადადგილდება. იქ შეიძლება მოვხვდეს კორონავირუსიანიც და დიაბეტიანიც.”

გედევან ფოფხაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი

“დღის ამბები”

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის მკურნალობას თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.ფოფხაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სათანადოდ არ მკურნალობენ. ამასთან, დეპუტატის თქმით, საავადმყოფოში არც არაკოვიდიანი პაციენტების უფლებებია დაცული.

დეპუტატის კრიტიკას გამოეხმაურა საავადმყოფოს დირექტორი და ფოფხაძის ბრალდებებს უსამართლო უწოდა.

იტვირთბა....