“ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად აწყობენ ხან ხელის მოწერის, ხან განცხადებების ე.წ.ივენთებს, თითქოს ხელისუფლების სათავეში უკვე მოსულები არიან. რასაკვირველია, ეს “ტრიუკია” , პროპაგანდისტული ფანდია და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას საკმაოდ მკაფიო სურათი აქვს წინ. არ მგონია, რომ ვინმე შეაცდინონ”.
გია ვოლსკი – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ მან მედიასთან, ოპოზიცური პარტიების მიერ, მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმების ხელის მოწერის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ვოლსკი აცხადებს, ოპოციური პარტიების აღნიშნული შეთანხმება პროპაგანდისტულ “ფანდი და ტრიუკია”.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აღნიშნული შეთანხმება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ნდობის გაზრდის მიზნით უამრავი რეფორმის გატარებას განახორციელებს.