ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა –  „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მედიასთან საუბრისას აცხადებენ, აღნიშნული შეთანხმება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ნდობის გაზრდის მიზნით უამრავი რეფორმის გატარებას განახორციელებს.

„რამდენიმე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხელს ვაწერთ მარლმსაჯულების რეფორმაზე შეთანხმებას. ამ შეთანხმებას დასჭირდა ბევრი დრო, რამდენიმე თვე დაგვჭირდა რომ გვესაუბრა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან. შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია – შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა. ეს შეთანხმება გულისხმობ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნასაც”. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება სუს-ის დაშლას, მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმებას და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა გულისხმობს.

იტვირთბა....