“წინა კვირაში, 9 სექტემბერს, “მთავარი არხი” ერთი წლის გახდა. და აი, წინა კვირის საშუალო შედეგები, ერთი წლის თავზე შესრულებული საშინაო დავალება, რომელიც საკუთარ თავს დავუსახეთ, თვითონაც არ გვჯეროდა (სხვებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია) და გადაჭარბებით შევასრულეთ ამას თუ დავამატებთ წლის განმავლობაში დაგროვილ 725.000 “ფოლოერს” და კვირაში 14 მილიონიანი “ფბ რიჩის” რეკორდს, მივიღებთ უცნაურ რეალობას, ძალიან უცნაურს – 1 წლის “მთავარი არხი” ყველაზე გავლენიანი მედიაა საქართველოში. გასათვალისწინებელია, რომ მინიმუმ 4 ჩვენს კონკურენტს, ჩვენზე, სულ მცირე, სამჯერ მეტი დაფინანსება აქვს. და მინიმუმ რვას – ჩვენზე უკეთესი ტექნიკური პარკი და ინფრასტრუქტურა.
აი, ასეთი გუნდი ვართ ჩვენ, მთავარი არხი, მადლობა, რომ გვიყურებთ”.
ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” დამფუძნებელი.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.