საგარეჯოსა და მარტვილში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ჯერჯერობით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
მარტვილის რამდენიმე უბანში არჩევნები მოგვიანებით დაიწყო.
საგარეჯოში “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნებიდან” თამარ ხიდაშელი, ასევე, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები – ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძოლებენ.
მარტვილში კი მხოლოდ ორი კანდიდატია რეგისტრირებული, კერძოდ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი სოსო დანელია.
აღსანიშნავია, რომ გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა, დღესვე დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნებიც იმართება.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საინფორმაციო ბრიფინგებს პერიოდულად გამართავს.