“ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც, ჰგონიათ მე არ ვუშვებ სკოლაში. მოგეხსენებათ, საქართველოში სწავლას იწყებდა 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე. ეს არის ძალიან დიდი მობილობის ზრდა რამდენიმე დღეში. ზრდა გვქონდა ბოლო 6 დღის განმავლობაში… ამიტომ, ორკვირიანი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მიზანშეწონილია“.
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
„ღამის კურიერის” ეთერი
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, დიდ ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდა