ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვწუხვართ, რომ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმას, მიუხედავად იმისა, რომ ამის პირობა დადეს” – ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

ვწუხვართ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა და ასევე, საარჩევნო რეფორმაც არ იყო მხარდაჭერილი ოპოზიციის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს პირობა დადეს – ამის შესახებ, ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

მისი თქმით, ოპოზიციას მხარი უნდა დაეჭირა ევროკავშირის დახმარებით მიღწეული შეთანხმებისთვის, რომელიც სასარგებლოა როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე უმცირესობისთვისაც.

„ჩვენ მომთხოვნები ვიყავით საქართველოს მმართველი პარტიის მიმართ და ვფიქრობ, ოპოზიციას მხარი უნდა დაეჭირა რეფორმებისთვის.

საქართველო იყო ორმაგ კრიზისში, რომელიც გადაჭრეს დიალოგითა და მოლაპარაკებებით. ევროკავშირის ელჩმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ოპოზიციასთან შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ ვწუხვართ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა და ასევე, საარჩევნო რეფორმაც არ იყო მხარდაჭერილი ოპოზიციის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს პირობა დადეს. ჩვენ მომთხოვნები ვიყავით მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ და ვფიქრობ, ოპოზიციას რეფორმებისთვის მხარი უნდა დაეჭირა. მხარი უნდა დაეჭირა ევროკავშირის დახმარებით მიღწეული შეთანხმებისთვის, რომელიც სასარგებლოა როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე უმცირესობისთვისაც.

კითხვა შემდეგია – ევროპარლამენტი ამ არჩევნებს დააკვირდება? განსაკუთებით მაშინ, როდესაც არის პანდემია და ამდენი სირთულე. ეუთო აგზავნის საქართველოში ჩვეულ მონიტორინგის მისიას და ჩემი აზრით, ევროპარლამენტი და ევროკავშირიც ასე უნდა მოიქცნენ. ასევე, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ადგილობრივ დამკვირვებლებს, რადგან საქართველოში არასამთავრობოები შესანიშნავად მუშაობენ. ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ არჩევნების შემდეგაც ყველაფერი კარგად იყოს. ამიტომ ვფიქრობ, თუ საქართველო ევროპული გზის გაგრძელებას აპირებს, საერთაშორისო დამკვირვებლები მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა.

იტვირთბა....