ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბერს გვიან საღამოდან 16 სექტემბრის დილამდე და 16 სექტემბერს გვიან საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე კახეთის რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ალაზნის მარცხენა შენაკადებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

იტვირთბა....