საარჩევნო ბლოკის “ძალა ერთობაშიას” ხუთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია. ხუთივე კანდიდატი რეგიონებში იყრის კენჭს.
ესენი არიან: ნატო ჩხეიძე – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები; კახა ოქრიაშვილი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები; ცეზარ ჩოჩელი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები; მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; დილარ ხაბულიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა მესტიის მუნიციპალიტეტები;
ცნობისათვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპარალამენტო ბლოკი შექმნა. ბლოკში 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” “რესპუბლიკური პარტია,” “ევროპული დემოკრატები,” “პროგრესი და თავისუფლება” და “სახელმწიფო ხალხისთვის.”
ბლოკი 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე “ძალა ერთობაშიას” სახელით იბრძოლებს.