ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვასილ მახარაძე არასრულწლოვნების საქმეზე მოწმის სახით გამოიძახეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვასილ მახარაძე არასრულწლოვნების საქმეზე მოწმის სახით სასამართლოში გამოიძახეს. თუმცა, არსებული ინფორმაციით, მახარაძე სასამართლოში ჩვენების მიცემას არ აპირებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მახარაძე შემთხვევის დღეს “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომანქანას მართავდა.

პარალელურად, მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.

იტვირთბა....