ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

(ფოტო) “გამარჯობა, მე ვარ ნავალნი, მენატრებით”- რუსი ოპოზიციონერი ფოტოს აქვეყნებს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, “ინსტაგრამის” გვერდზე პირველ კომენტარს აქვეყნებს, რასაც თან გერმანიის კლინიკაში გადაღებულ ფოტოს ურთავს.

„გამარჯობა, მე ვარ, ნავალნი. მენატრებით. ჯერჯერობით თითქმის არაფერი შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი. არანაირი დახმარება არ დამჭირვებია, ძალიან მომეწონა,“- წერს ნავალნი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში 20 აგვისტოს შეიყვანეს.  ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნი მოწამლეს.ნავალნი 22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით რუსეთის კლინიკიდან ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. რუსი ოპოზიციონერი კომიდან 10 სექტემბერს  გამოვიდა.

ამასან, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ამ განცხადებას რუსული მხარე გამოეხმაურა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებით, ნივთიერება, რომლიტაც რუსი ოპოზიციონერი  ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ის ლაბორატორიებში მზადდება.

იტვირთბა....