რუსეთში მოწამლული ალექსეი ნავალნი, რომელიც ამჟამად გერმანიაში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, კომური მდგომარეობიდან გამოვიდა და როგორც გერმანული მედია წერს, გაიხსენა დეტალებში თუ რა მოხდა მის მოწამვლამდე. ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი გერმანული გამოცემა “შპიგელი” ავრცელებს.
“მას უკვე საუბარი შეუძლია და მოყვა, თუ რა მოხდა თვითმფრინავამდე და თვითმფრინავში, სადაც ის ცუდად გახდა” – წერს გერმანული მედია.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ნავალნი, რომელიც პუტინის რეჟიმს მწვავედ აკრიტიკებდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა და თავდაპირველად ის ომსკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ის გერმანიაში გადააფრინეს.