“ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ეს ინფექცია არსებობს და ყველაფერი რეალურია. ამიტომ, ადამიანების გარკვეული ნაწილი მოეშვა, განსაკუთრებით იმ ასაკის ადამიანები, რომლებსაც სოციალური ურთიერთობები უფრო მეტად იზიდავთ. გაიზარდა მობილობა, შემოვიდა კურორტებზე და საზაფხულო დასვენების თემა, შესაბამისად დისტანციის უზრუნველყოფა გამორიცხული გახდა, პირბადის მოხმარება არასწორად განვითარდა და ჰიგიენის ნორმების დაცვა შეუძლებელი იყო. სწორედ ამ ფაქტორებმა ლოგიკურად მიგვიყვანა იქამდე სადაც ახლა ვართ.”
ბიძინა კულუმბეგოვი – იმუნოლოგ-ალერგოლოგი
“აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი”