ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსმა თავისი ძალა დაკარგა, მომავალი წელი იქნება გარდამტეხი” – კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსმა გარკვეულწილად თავისი ძალა დაკარგა.

როგორც კულუმბეგოვმა, “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, მომავალი წელი იქნება გარდამტეხი.

“ვირუსმა გარკვეულწილად თავისი ძალა დაკარგა. დღეს ჩვენ ყველაფერთან ერთად ლოჯისტიკური მზაობა გვაქვს სერიოზულად კარგი, ასევე, ამ ვირუსთან მიმართებით ბევრი რამ დაზუსტდა. დღეს მსოფლიოში ცნობილია, რომ უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა არის დაახლოებით 40 პროცენტი, თუმცა თითოეულმა უსიმპტომო პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ის შეიძლება იყოს საზოგადოების რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლისთვის ინფექციის გადაცემის წყარო, ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა გავფრთხილდეთ, პირბადე და სოციალური დისტანცია არ უნდა დაგვავიწყდეს…

ზოგადად ვირუსს ახასიათებს, რომ არ უნდა დაიღუპოს და გაქრეს, ამიტომ ის ყოველთვის ცდილობს, მასპინძელთან მოძებნოს წონასწორობა, იტრიალოს ადამიანიდან ადამიანში, მაგრამ მასპინძელი არ გარდაიცვალოს, რადგან მისი სიცოცხლეც იქ დამთავრდება, ასე რომ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება, მსოფლიო ისტორიულმა პანდემიებმა აჩვენა და ეს პანდემიაც აუცილებლად დამთავრდება. ალბათ მომავალი წელი იქნება გარდამტეხი“,-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....