ე.წ. კანონიერი ქურდი “ჩაი” იგივე ჯემალ შავლაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შავლაძე თბილისში, თემქაზე ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვალების შემდეგ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
1980-90-იანი წლების თბილისში, ჯემალ შავლაძე კრიმინალურ წრეებში დიდი გავლენით სარგებლობდა გოგი ჩიქოვანთან და პაატა ჩლაიძესთან ერთად.
“კანონიერ ქურდად” 1966 წელს 28 წლის ასაკში, ირაკლი იშხნელმა და გურამ მდივანმა “მონათლეს”.
თავად შავლაძემ კი კრიმინალური გვირგვინი დაადგა არაერთ თბილისელ “კანონიერ ქურდს“, მათ შორის მომღერალ ქეთა თოფურიას მამას, ანდრო თოფურიას.