ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთში საკმაოდ ძლიერი საწამლავი ნივთიერება “ნავიჩოკით” მოწამლეს, გერმანელ პროკურორთან აცხადებს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ის რუსეთში დაბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ “ნიუ იორკ თაიმსი” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ნავალნიმ დეტალებში მოუყვა პროკურორს, თუ რა მოხდა თვითმფრინავამდე და და თვითმფრინავში, სადაც ის ცუდად გახდა და ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით – გერმანიის კლინიკაში.
“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას ახსნას, თუ რა მოხდა” – ასე მიმართა რუსეთის ხელისუფლებას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი “ნავიჩოკის” სიძლიერეს და აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების კვალი აშკარაა.
ნავალნი ამ ეტაპზე, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე დაცვის თანხლებით რჩება გერმანულ კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ მან უარი შეუთვალა რუსეთის მთავრობას გერმანულ მხარესთან ერთობლივი გამოძიების დაწყებაზე. ინფორმაცია დაადასტურეს გერმანიის პროკურატურაში.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი, რომელიც პუტინის დაუძინებელ პოლიტიკურ ოპონენტად ითვლება რუსეთში მოწამლეს.