ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

The New York Times: ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც მკურნალობას გერმანიის კლინიკაში გადის,  რუსეთში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ The New York Times-ი გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ნავალნი გერმანიაში სამუდამოდ დარჩენას არ აპირებს და გამოჯანმრთელების შემდეგ გეგმავს, სამშობლოში დაბრუნდეს.

„ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს. მას შინ, რუსეთში დაბრუნება და თავისი მისიის გაგრძელება სურს. ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გამოჯანმრთელებისთანავე გეგმავს.

მან სრულად იცის თავისი მდგომარეობა, სრულად იცის, რა მოხდა და იცი, სად იმყოფება,“- აღნიშნულია The New York Times-ის სტატიაში.

ეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში 20 აგვისტოს შეიყვანეს.  ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნი მოწამლეს.ნავალნი 22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით რუსეთის კლინიკიდან ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. რუსი ოპოზიციონერი კომიდან 10 სექტემბერს  გამოვიდა.

ამასან, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ამ განცხადებას რუსული მხარე გამოეხმაურა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებით, ნივთიერება, რომლიტაც რუსი ოპოზიციონერი  ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ის ლაბორატორიებში მზადდება.

იტვირთბა....