საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თავისი გადადგმული ნაბიჯებით კორონავირუსის ბინაზე მკურნალობაზე გადასასვლელად ემზადება – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ეს [კოვიდსასტუმროები] გარკვეულწილად არის შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. როგორც მოგეხსენებათ მთელ მსოფლიოში ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა აპრობირებულია. ჩვენ, რადგან გვქონდა შესაძლებლობა, ვარჩიეთ ჰოსპიტალური მართვა. კლინიკური გამოცდილება ბევრი დაგროვდა და დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოსპიტლის გარეთ მართვაზე”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
18-დან 65 წლამდე პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები და ვირუსი მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს, რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ “კოვიდსასტუმროებში” გადაჰყავთ და კლინიკაში აღარ აყოვნებენ.