ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ან არ წავა არჩევნებზე, ან თუ წავა, ისევ ხელისუფლებას მისცემენ ხმას”- გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევის თანახმად მოქალაქეთა 59%-ს, რომელმაც არ იცის, ვის დაუჭერს ხმას, ამ ელექტორატზე იქნება დამოკიდებული არჩევნების ბედი.

როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” აღნიშნა, ახლა ოპოზიციაზეა დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მხარდაჭერას.

“ეს ნიშნავს ერთადერთს რამეს, არჩევნების ბედი არაა გადაწყვეტილი. საბოლოო ჯამში, ეს ამომრჩეველი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევნებზე თავის განსაკუთრებულ სიტყვას იტყვის. ის გარკვეულ არჩევანს გააკეთებს. თუ ოპოზიციამ მოახერხა და ამ გადაუწყევტელ ამომრჩეველს ღირსეული არჩევანი მისცა, ანუ დაარწმუნა, რომ თვითონ უკეთესია, ვიდრე ხელისუფლება, ამ შემთხვევაში შეიძლება ოპოზიციის სასარგებლოდ მისცენ ხმა. მაგრამ თუ ეს ვერ შეძლო, ან არ წავა ამომრჩეველი არჩევნებზე, ანდა თუ წავა, ისევ ხელისუფლებას მისცემენ ხმას. ეს იქნება არცევანი ცუდსა და უარესს შორის. მეტი კომენტარისგან თავს შევიკავებ, ეს უკვე ლელა კაკულიას სფეროა,”-აცხადებს ხუხაშვილიდა დასძენს, რომ ამ ამომრჩევლის ბედი ბუნდოვანია.

მისივე თქმით, როგორც წესი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გადაწყვეტილებას ბოლო 2-3 კვირაში იღებს ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის სასარგებლოდ.

ანალიტიკოსის თქმით, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ალტერნატივა სჭირდება, რაც ოპოზიციამ უნდა შესთავაზოს.

“მაგრამ, ეს ალტერნატივა უბდა შემომთავაზონ, უპირობოდ რატომ მივცემ ხმას, თუ ის უფრო უარესად გამოყურება, ვიდრე ხელისუფლება?!”-აცხადებს ხუხაშვილი.

ორგანიზაცია “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა”(IND) ახალი კვლევა ჩაატარა. კვლევაში გამოკიტხულთა 88% აცხადებს, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მონაწილეობას მიიღებდა. ხოლო, გამოკითხულთა  59% აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.

თათია  შაიშმელაშვილი

იტვირთბა....