ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% არ გადაუწყვეტია, არჩევნებზე ვის მისცემს ხმას

ორგანიზაცია “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა”(IND) ახალი კვლევა ჩაატარა. კვლევაში გამოკიტხულთა 88% აცხადებს, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მონაწილეობას მიიღებდა. ხოლო, გამოკითხულთა  59% აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.

გამოკითხვაში მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია, ვისაც ხმას მისცემდა.

ამასთან მოსახლეობის 56% დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

ორგანიზაციის ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.

ორგანიზაციამ კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.

 

 

იტვირთბა....